15 სექტემბერი 2026,   13:29
ვრცლად
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა

ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოქმედების ვადა მხოლოდ ერთი კვირით გაახანგრძლივა. შეფერხების მიზეზი წევრ სახელმწიფოებს შორის არსებული უთანხმოებაა. სანქციების რეჟიმის სრულად განახლებას საფრანგეთი და სლოვაკეთი ბლოკავენ.

ოფიციალური პარიზი რუსი მილიარდერის, ალიშერ უსმანოვის სიიდან ამოღებას ითხოვს, რასაც ეროვნული უსაფრთხოების ინტერესებით ხსნის. საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, საფრანგეთის პოზიცია აზერბაიჯანთან შესაძლო გარიგებას უკავშირდება. ბაქო უსმანოვის ინტერესებს ლობირებს, პარიზს კი, სანაცვლოდ, აზერბაიჯანში დაკავებული ფრანგი ბიზნესმენის გათავისუფლება სურს.

ევროკავშირის დანარჩენი 25 წევრი ქვეყანა ამ დათმობას ეწინააღმდეგება. მხარეებს კონსენსუსის მისაღწევად ვადა 22 სექტემბრამდე აქვთ. წინააღმდეგ შემთხვევაში, სანქციები 3 000-მდე ფიზიკურ და იურიდიულ პირს ავტომატურად გაუუქმდება.

დღის ამბები