03 სექტემბერი 2026,   13:51
ვრცლად
"პარიზი ზურგს უკან, პროკურატურა კი კართან" - აზერბაიჯანულ მედიაში ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვრცელი სტატია გამოქვეყნდა

"პარიზი ზურგს უკან, პროკურატურა კი კართან", - ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას აზერბაიჯანული მედია. საინფორმაციო სააგენტო "ჰაქინი" ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვრცელ მასალას ავრცელებს.

პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ღარიბაშვილი უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის. ავტორი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკა "ქართულ ოცნებას" არ დახმარებია. პირიქით, სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციასა და "რევოლუციური" გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს.

ავტორის თქმით, საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ინტერესებს იცავდა. ტექსტში აღნიშნულია, რომ ის არა მხოლოდ კორუფციულ სქემებს ხელმძღვანელობდა, არამედ, თავისი პოლიტიკით, ქვეყნის უსაფრთხოებასაც საფრთხეს უქმნიდა.

"საქართველოს ხელისუფლებაში ყოფნის დროს, ირაკლი ღარიბაშვილი უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის. ღარიბაშვილის პროფრანგული პოლიტიკა "ქართულ ოცნებას" არ დახმარებია. პირიქით, სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციასა და 2024-2025 წლებში საქართველოში "რევოლუციური" გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს. ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი პარტიის ერთადერთი წარმომადგენელი იყო, რომელიც "აქციის მონაწილეებთან დიალოგს" ემხრობოდა. ეს ხდებოდა მას შემდეგ, რაც დემონსტრანტების ნაწილმა პოლიციელების წინააღმდეგ "მოლოტოვის კოქტეილები" გამოიყენა.

ოპოზიციასთან დიალოგი იმ ვითარებაში მძიმე შედეგებს გამოიწვევდა და არეულობის აღსაკვეთად ხელისუფლების მხრიდან მკაცრი ზომების მიღება იყო საჭირო. საპროტესტო აქციების დროს, ირაკლი ღარიბაშვილი "ქართული ოცნების" შიგნით საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი "რევოლუციონერების" ინტერესების გამტარად მოქმედებდა. ირაკლი ღარიბაშვილი არა მხოლოდ მრავალდონიან კორუფციულ სქემებს ქმნიდა, არამედ, როგორც პოლიტიკოსი, ისეთ ნაბიჯებსაც დგამდა, რომლებსაც საქართველო შესაძლოა მძიმე საფრთხის წინაშე დაეყენებინა," - ნათქვამია სტატიაში.

დღის ამბები