პადელში კიდევ ერთი ტურნირი გაიმართა. გათამაშებაში სხვადასხვა კომპანიის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ და გამარჯვებული 16 წყვილს შორის გამოვლინდა.
ღონისძიების ფარგლებში, სპორტის სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებით, სპორტის ფსიქოლოგიისა და სპორტული კვების თემაზე სემინარი ჩატარდა.
"გარდა იმისა, რომ ჩვენ მორიგ სპორტულ ტურნირს ვუმასპინძლეთ, ასევე მნიშვნელოვანი იყო, რომ ტურნირთან ერთად ჩატარდა ვორქშოპი, რომელიც ეძღვნებოდა, როგორც სპორტულ საკითხებს, ასევე სპორტში ფსიქოლოგიურ საკითხებს. ბუნებრივია, ასეთი ღონისძიებები ხელს უწყობს, როგორც სპორტის განვითარებას, ასევე სპორტის ცნობიერების განვითარებას", - განაცხადა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის პრეზიდენტმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა.