პრეზიდენტ დონალდ ტრამპს იდეა აქვს, რომ ჰორმუზის სრუტეს სახელი გადაერქვას და მისი სახელი ეწოდოს. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა Truth Social-ის გვერდზე სტატუსი გამოაქვეყნა.
"ახლა, როდესაც მას [ჰორმუზის სრუტეს] აშშ აკონტროლებს, ხომ არ უნდა შევუცვალოთ სახელი და დავარქვათ "ტრამპის სრუტე"? ისევე, როგორც თვითონ ამერიკა, ის იმაზე უფრო გამორჩეული გახდება, ვიდრე ოდესმე იყო", - წერს დონალდ ტრამპი.