ახალი სახალხო მოძრაობა "ეროვნული თაობა" ოფიციალურად დაფუძნდა. საინიციატივო ჯგუფმა განაცხადი იუსტიციის სახლში ცოტა ხნის წინ შეიტანა.
ორგანიზაციის დამფუძნებლის, გიორგი ქართველიშვილის განცხადებით, მათი მიზანი ეროვნული ღირებულებების დაცვა და მათ შეურაცხყოფაზე რეაგირებაა.
ქართველიშვილი ასევე გამოეხმაურა ოპოზიციისა და მათი მხარდამჭერების მხრიდან ახალი მოძრაობის, პირადად მისი და მისი ოჯახის წევრების წინააღმდეგ დაწყებულ კამპანიას.