საქართველოს განათლების მინისტრის პირველი მოადგილე ყვარელში, იუსტიციის სასწავლო ცენტრში მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკს ეწვია და მონაწილეებს შეხვდა. ლევან ღირსიაშვილმა STEAM-განათლების განვითარების მხარდაჭერასა და ამ მიმართულებით მასწავლებელთა რობოტიკის ბანაკის ჩატარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.
ბანაკში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს სხვადასხვა რეგიონის 407 საჯარო სკოლიდან 500-ზე მეტი მასწავლებელი დარეგისტრირდა. შერჩევის შედეგად გამოვლენილი პედაგოგები საკუთარ სკოლებში დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის რობოტიკის კლუბებს დააფუძნებენ.