25 ივნისი 2026,   20:43
ვრცლად
ჯანსაღი ბიუროკრატია, კეთილსინდისიერი მმართველობა გავლენას ახდენს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე საქართველოში - მიხეილ დუნდუა

ბიუროკრატიის ხარისხით, საქართველო მსოფლიოში 25-ე ადგილზეა, ევროპის საუკეთესო ოცეულში 17-ე პოზიციაზეა და პოსტსაბჭოთა სივრცეში უპირობოდ ლიდერობს.

2 კვლევაზე დაყრდნობით, "ჩენდლერის ინსტიტუტი" "კარგი მთავრობის" 2026 წლის ანგარიშის ფარგლებში, ბიუროკრატიის ხარისხის გლობალურ რეიტინგს აქვეყნებს.

გამოკითხვაში, პოსტსაბჭოთა ქვეყნების გარდა, საქართველო უსწრებს ევროკავშირის ყველა კანდიდატს, ასევე, ევროკავშირის, შენგენის ზონისა და NATO-ს წევრ 18 სახელმწიფოს.

"ჩენდლერის ინსტიტუტის" "კარგი მთავრობის" შეფასების ანგარიშის მიხედვით, საქართველო ბიუროკრატიის ხარისხით მსოფლიოში 25-ე პოზიციაზეა და ევროპის საუკეთესო ოცეულშია. ევროკავშირის, NATO-ს და შენგენის ზონის 18 სახელმწიფოზე წინ და პირველ ადგილზეა პოსტსაბჭოთა სივრცეში. საქართველო გამორჩეულია კეთილსინდისიერი მმართველობით და, ბუნებრივია, ჯანსაღი ბიუროკრატია, კეთილსინდისიერი მმართველობა გავლენას ახდენს კეთილდღეობის დონის გაუმჯობესებაზე საქართველოში," - განაცხადა საქართველოს ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, მიხეილ დუნდუამ.

დღის ამბები