24 ივნისი 2026,   12:12
ვრცლად
საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია აშშ-ში იმყოფებოდა

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს დელეგაცია, სააგენტოს უფროსის - ბექა მამარდაშვილის ხელმძღვანელობით, ოფიციალური ვიზიტით აშშ-ში იმყოფებოდა.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრებმა შეხვედრა გამართეს „კიბერ და ინფრასტრუქტურის უსაფრთხოების სააგენტოს“ (CISA) წარმომადგენლებთან; მხარეებმა განიხილეს უწყებებს შორის კიბერინციდენტებზე ინფორმაციის გაცვლისა და საჭიროების შემთხვევაში, კოორდინირებული რეაგირების საკითხები. საუბარი ასევე შეეხო თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივებს, კიბერმედეგობასთან დაკავშირებული ერთობლივი ინიციატივებისა და პროექტების განხორციელების გზით.

CISA-ის მთავარ ფუნქციას წარმოადგენს აშშ-ის კრიტიკული ინფრასტრუქტურის დაცვა კიბერინციდენტებისგან და ამ მიმართულებით ინფორმაციის გაზიარების პროცესის კოორდინაცია როგორც ეროვნულ, ისე საერთაშორისო დონეზე.

დღის ამბები