აშშ-ის ცენტრალური სარდლობის ცნობით, ამერიკის სამხედრო ძალებმა ირანის წინააღმდეგ დარტყმების უახლესი რაუნდი დაასრულეს.
"შეერთებული შტატების ცენტრალური სარდლობის ძალებმა ირანის სამხედრო სათვალთვალო შესაძლებლობებზე, საკომუნიკაციო სისტემებსა და საჰაერო თავდაცვის ობიექტებზე დარტყმები განახორციელეს მთელ ირანში. აშშ-ის საზღვაო ქვეითთა კორპუსმა, საჰაერო ძალებმა და საზღვაო ძალებმა ირანის სამიზნეებს ზუსტი ჭურვები ესროლეს, რაც საფრთხეს უქმნიდა აშშ-ის ძალებს და რეგიონულ წყლებში ტრანზიტით მყოფ საერთაშორისო კომერციულ გემებს", - აღნიშნულია ცენტრალური სარდლობის, CENTCOM-ის მიერ X-ზე გამოქვეყებულ განცხადებაში.
CENTCOM-მა დარტყმები შეაფასა, როგორც "ირანის დაუსაბუთებელი და განგრძობადი აგრესიის" საპასუხო ქმედება. თავდასხმები აღმოსავლეთის დროით საღამოს 5:15 საათზე დაიწყო. შეგახსენებთ, პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ დარტყმების დამატებით ტალღას განახორციელებდა, რადგან ირანთან შეთანხმების მიღწევა შეუძლებელი იყო. გუშინ აშშ-მა ირანის წინააღმდეგ დარტყმები ირანული დრონის მიერ ამერიკული ვერტმფრენის ჩამოგდების საპასუხოდ დაიწყო.
წყარო: CNN