საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი შიო მესამე ხონისა და სამტრედიის ეპარქიას ეწვია. პატრიარქმა დავით აღმაშენებლის სახელობის საკათედრო ტაძრის ეზოში წმინდა ფილიმონ ქორიძის სალოტბარო სკოლა გახსნა.
მანამდე, შიო მესამემ ტაძარში საღმრთო ლიტურგია აღავლინა, რომელიც ეპარქიის განახლების 30 და ტაძრის კურთხევის 15 წელს მიეძღვნა. სამტრედიაში იმყოფებიან საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ ყაველაშვილი და თბილისის მერი კახა კალაძე.
პატრიარქის თქმით, უკანასკნელი 30 წლის განმავლობაში, ძირეულად შეიცვალა მხარის ცხოვრება: აშენდა და შენდება 85-მდე ტაძარი, მოღვაწეობს 40-მდე სასულიერო პირი და გამრავლდა მონასტრები.
"გილოცავთ დღევანდელ შესანიშნავ დღესასწაულს - ხონისა და სამტრედიის ეპარქიის განახლების 30 წლისთავს. მთელი ეპოქაა 30 წელიწადი, რომელმაც ძირეულად შეცვალა
ხონისა და სამტრედიის ცხოვრება. თითქმის 85 ტაძარი ან უკვე აშენდა ან მშენებლობის პროცესშია. ეპარქიაში 40-მდე სასულიერო პირი მსახურობს, გამრავლდა მონასტრები რიცხვიც. არანაკლებ მნიშვნელოვანია ხონისა და სამტრედიის სალოტბარო სკოლების ფუნქციონირებაც. დღეს ჩვენ უნდა გავხსნათ სამტრედიის სალოტბარო სკოლის წმ. ფილიმონ ქორიძის სახელობის სალოტბარო შენობაც. აი, ეს კერები ემსახურებიან ქართული გალობის, სიმღერის და ჩვენი დიდი კულტურის გადარჩენას და პოპულარიზაციას", - განაცხადა შიო მესამემ.