05 ივნისი 2026,   02:11
ვრცლად
მაკა ბოჭორიშვილი გაეროს რეზოლუციაზე: მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას

გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ - საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის მიერ საქართველოს მხარდამჭერ რეზოლუციას სოციალურ ქსელში ეხმიანება.

მაკა ბოჭორიშვილი მადლობას უხდის ყველა სახელმწიფოს, რომელიც საქართველოს გვერდით დადგა:

"გაეროს გენერალურმა ასამბლეამ რეკორდული 107 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა და ლტოლვილთა სტატუსის შესახებ. მადლობას ვუხდით ყველა სახელმწიფოს, რომელიც დადგა საქართველოს გვერდით და მხარი დაუჭირა დევნილთა უსაფრთხო, ღირსეული და შეუფერხებელი დაბრუნების უფლებას," - წერს მაკა ბოჭორიშვილი.

გაეროს გენერალური ასამბლეის პრეზიდენტმა, ანალენა ბერბოკმა განაცხადა, რომ საქართველოში ყველა იძულებით გადაადგილებულ პირს, ლტოლვილსა და მათ შთამომავალს აქვს უფლება დაუბრუნდეს საკუთარ სახლს.

დღის ამბები