18 ივნისი 2026,   14:19
ვრცლად
რუსულმა ძალებმა კიევზე მასშტაბური იერიში მიიტანეს - ნანგრევებშია მოყოლილი სკოლის თავშესაფარი, სადაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია

უკრაინაში ომი გრძელდება - გასულ ღამეს რუსულმა ძალებმა კიევზე ბალისტიკური რაკეტებითა და დრონებით მასშტაბური იერიში მიიტანეს.

თავდასხმას დედაქალაქში მსხვერპლი მოჰყვა, დაშავებულია 44 მოქალაქე, ნანგრევებშია მოყოლილი შევჩენკოვსკის რაიონის სკოლის თავშესაფარიც, სადაც რამდენიმე ადამიანის, მათ შორის ორი ბავშვის მდგომარეობა კრიტიკულია.

პარალელურად, საპასუხო დარტყმებს ახორციელებს უკრაინა - ოკუპირებულ ლუჰანსკში, სტუდენტურ საერთო საცხოვრებელზე თავდასხმის შედეგად, დაღუპულთა რიცხვი 21-მდე გაიზარდა, რის გამოც ვლადიმერ პუტინმა სამხედროებს საპასუხო ზომების მომზადება დაავალა.

დღის ამბები