საქართველო არ აპირებს დაადგეს უკრაინისა და მოლდოვის გზას - ასე პასუხობს შალვა პაპუაშვილი გერმანიის ელჩს, პიტერ ფიშერს, რომელმაც განაცხადა, რომ ოფიციალური თბილისი უკრაინასა და მოლდოვას ჩამოსცილდა და ევროკავშირისკენ მიმავალ საერთო გზას გადაუხვია.
"ევროპული საქართველოს" თავმჯდომარემ, გიგი წერეთელმა განაცხადა, რომ "ქართული ოცნების" გადადგმული ნაბიჯები ევროინტეგრაციას ეწინააღმდეგებოდა.
"საქართველომ და მისმა დღევანდელმა ხელისუფლებამ "ქართულმა ოცნებამ" გადადგა ნაბიჯები, რაც ეწინააღმდეგებოდა ევროინტეგრაციის მთავარ პრინციპებს, ასევე იმ რიტორიკას, რომელსაც იყენებს დასავლეთის წინააღმდეგ ამ ყველაფერმა დააშორა იმ ქვეყნების ჯგუფს, რომელთაც აქვთ დიდი შანსი გახდნენ ევროკავშირის წევრები," - აცხადებს გიგი წერეთელი.