05 აგვისტო 2026,   13:54
ვრცლად
ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა

ერგნეთში ინციდენტების პრევენციისა და მასზე რეაგირების მექანიზმის ფარგლებში მორიგი შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრაზე მხარეებმა საოკუპაციო ხაზის მიმდებარედ ბოლო პერიოდში განვითარებული მოვლენების შესახებ იმსჯელეს.

სახელმწიფო უსაფრთხოების ანალიტიკური სამსახურის განცხადებით, მთავარი განსახილველი თემა იყო უკანონოდ დაკავებულ მოქალაქეთა გათავისუფლების საკითხი, ასევე უკანონო ბორდერიზაცია და გადასასვლელ პუნქტებზე დაწესებული რეჟიმის მოხსნა.

"ჩვენი დღის წესრიგის მთავარ პუნქტებს წარმოადგენდა უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა პირის გათავისუფლება და საკუთარ ოჯახებში დაბრუნება, ასევე ვისაუბრეთ უკანონო ე.წ ბორდერიზაციის პროცესზე, მიუხედავად იმისა რომ ფაქტები არ იყო ბევრი თუნდაც ერთი ფაქტის შემთხვევაში ეს არის, უაღრესად სერიოზული ინციდენტი რომელიც მოითხოვს მყისიერ რეაქციას, ასევე ვისაუბრეთ თავისუფალი გადაადგილების კუთხით არსებულ შეზღუდვებზე." - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის საინფორმაციო ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ირაკლი ანთაძემ.

დღის ამბები