"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის რეგიონული კონფერენციები გრძელდება.
ამ წუთებში შეხვედრა საგურამოში, მცხეთა-მთიანეთის რეგიონის სტუდენტებთან და ახალგაზრდებთან მიმდინარეობს.
"ქართული ოცნების" ახალგაზრდული ორგანიზაციის შეხვედრები რეგიონებში 28 მარტს დაიწყო. მცხეთა-მთიანეთის გარდა, შეხვედრები უკვე გაიმართა სამცხე-ჯავახეთში, გურიაში, სამეგრელო-ზემო სვანეთსა და აჭარაში.
ახალგაზრდული ორგანიზაციის წარმომადგენლები ათივე რეგიონს მოივლიან და სტუდენტებს თითოეული მუნიციპალიტეტის ცენტრალურ ქალაქებში შეხვდებიან.