07 აგვისტო 2026,   01:24
ვრცლად
"ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" დაჯილდოების ცერემონია გამართა

"ლიდერ ქალთა საზოგადოებამ" რიგით მე-14 დაჯილდოების ცერემონია გამართა. ორგანიზაციას კიდევ 40 ქალი შეუერთდა. ღონისძიებაზე სხვადასხვა ნომინაციაში გამარჯვებულები გამოავლინეს და მათ სიმბოლური საჩუქარი დიპლომი გადაეცათ.

დაჯილდოების ცერემონიის პარალელურად, მეწარმე ქალების პროდუქციის გამოფენა-გაყიდვა გაიმართა, სადაც ხელნაკეთი სამკაული, ნახატები, სურნელოვანი სანთლები, ნაქარგები, ხალხური რეწვის ნიმუშები და სხვა პროდუქცია წარმოადგინეს.

"ლიდერ ქალთა საზოგადოება" 2015 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი აქტიური ქალების ხელშეწყობაა. ორგანიზაცია ამ ეტაპზე 10 ათასზე მეტ ქალს აერთიანებს.

დღის ამბები