ბათუმში საერთაშორისო ფესტივალი - "კლასიკური კონცერტები" დასრულდა. გალა კონცერტში "ჯადოსნური მოცარტი" მონაწილეობდნენ იტალიელი პიანისტი, ეროვნული და საერთაშორისო ჯილდოს მფლობელი, ალესანდრო მარანგონი და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის სიმფონიური ორკესტრი, დავით მუქერიას დირიჟორობით.
საერთაშორისო ფესტივალი აჭარის მთავრობისა და კულტურის სამინისტროს მხარდაჭერითა და ბათუმის სახელმწიფო მუსიკალური ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა. ფესტივალი 21 აპრილს გაიხსნა და 24 აპრილს დაიხურა.
ოთხდღიანი პროგრამა აერთიანებდა კლასიკურ კონცერტებს, რომლებშიც მონაწილეობდნენ მსოფლიო დონის შემსრულებლები. გალა საღამოებზე შესრულდა ცნობილი კლასიკოსების გამორჩეული ნაწარმოებები, საოპერო არიები. ფესტივალის მიზანს წარმოადგენს საერთაშორისო კულტურული დიალოგის განმტკიცება, რეგიონის პოპულარიზაცია და ცნობადობის გაზრდა.