18 ივნისი 2026,   21:46
ვრცლად
სამთვიანი პაუზის შემდეგ, სლოვაკეთში "დრუჟბას" მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა

სამთვიანი პაუზის შემდეგ, სლოვაკეთში "დრუჟბას" მილსადენით რუსული ნავთობის მიწოდება აღდგა.

თითქმის სამთვიანი წყვეტის შემდეგ, "დრუჟბას" ნავთობსადენით სლოვაკეთში რუსული ნავთობის ტრანსპორტირება დაიწყო.

მიწოდების აღდგენის შესახებ ინფორმაცია ეკონომიკის მინისტრმა დენისა საკოვამ გაავრცელა. რუსული ნავთობის მიღება სლოვაკეთში ხუთშაბათს, დილის 02:00 საათზე განახლდა.

ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა სოციალურ ქსელში დაწერა. "ამჟამად ნავთობის მიღება შეთანხმებული გეგმის შესაბამისად მიმდინარეობს", - აღნიშნა საკოვამ.

გავრცელებული ინფორმაციით, უკრაინულმა მხარემ ტრანსპორტირების გეგმა სლოვაკურ კომპანია "ტრანსპეტროლს" (Transpetrol) 22 აპრილს მიაწოდა.

სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრი რობერტ ფიცო ეჭვობდა, რომ მილსადენი რეალურად მუშა მდგომარეობაში იყო და უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ მიწოდება პოლიტიკური მიზეზებით შეაჩერა, ფაქტმა კი სლოვაკეთსა და უკრაინას შორის ნდობა მნიშვნელოვნად დააზარალა.

დღის ამბები