18 ივნისი 2026,   14:23
ვრცლად
ისრაელი ლიბანში სახლებს წვავს - ინფორმაციას CNN ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს

ისრაელის არმია სამხრეთ ლიბანში სახლებს წვავს - ინფორმაციას CNN ლიბანის ეროვნულ საინფორმაციო სააგენტოზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, სახლების გადაწვა ქვეყნის სამხრეთით, მარჯაიუნის რაიონში მდებარე მაის ალ-ჯაბალის დასახლებაში ხდება.

CNN-ს ისრაელის თავდაცვის ძალებში განუცხადეს, რომ სამხრეთ ლიბანიდან გაშვებული დრონი ჩამოაგდეს.

მიუხედავად იმისა, რომ მხარეებს შორის 10-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი მოქმედებს, ორივე მხარე ერთმანეთს ზავის დარღვევაში ადანაშაულებს.

ისრაელისა და ლიბანის წარმომადგენლები დღეს ერთმანეთს ვაშინგტონში შეხვდებიან, რომ ზავის გახანგრძლივების შესაძლებლობა განიხილონ.

დღის ამბები