07 აგვისტო 2026,   01:28
ვრცლად
ნიკოლოზ სამხარაძე მადრიდში ვიზიტზე: ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება, კონფლიქტები და ომები ჩვენს რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი

მადრიდში საქართველოს საპარლამენტო დელეგაცის ოფიციალურ ვიზიტი მიმდინარეობს.

ესპანეთის პარლამენტის კომიტეტების ხელმძღვანელებს უკვე შეხვდნენ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები.

შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა სხვადასხვა სფეროში ორმხრივი ურთიერთობები საკითხები განიხილეს.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის განცხადებით შეხვედრების ფარგლებში საუბარი საქართველო ევროკავშირს შორის ურთიერთობებს შეეხო, ხაზი გაესვა დიალოგთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლების მზაობას:

"შეხვედრაზე ვისაუბრეთ ორმხრივი ურთიერთობების განვითარებაზე, ვიზიტების გაცვლაზე. გვქონდა საუბარი სავაჭრო-ეკონომიკურ-კულტურულ ურთიერთობებზე, თუმცა ძირითადი საკითხი იყო უსაფრთხოება, კონფლიქტები და ომები ჩვენს რეგიონში, რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაცია და საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. მათ შორის, ჩვენ დაწვრილებით მოვუყევით იმ პრობლემატიკის შესახებ, რომელიც დღეს არსებობს საქართველოსა და ევროკავშირს შორის. ხაზი გავუსვით საქართველოს ხელისუფლების მზაობას, რომ ნებისმიერ საკითხზე, კრიტიკულ კითხვასა თუ პროცესზე ვისაუბროთ ღიად ევროკავშირის წარმომადგენლებთან." - ნიკოლოზ სამხარაძე.

დღის ამბები