06 აგვისტო 2026,   12:52
ვრცლად
გვქონდა შესაძლებლობა გვესაუბრა, თუ როგორ წარმოგვიდგენია საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობები, სად წარმოგვიდგენია ესპანეთის როლი და მხარდაჭერა ამ პროცესში - ლევან მახაშვილი მადრიდში ვიზიტზე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მადრიდში ოფიციალურ ვიზიტს მართავს. პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, ლევან მახაშვილი აცხადებს, რომ მხარეებს შორის ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გაიმართა.

"დიდი იყო ინტერესი და კითხვები ესპანელი სენატორებისა და კონგრესმენების მხრიდან, თუ რა ხდება, რა ვითარებაა საქართველოში, რა ვითარებაა რეგიონში, რა ვითარებაა საქართველო-ევროკავშირს შორის ურთიერთობებში. ჩვენ გვქონდა შესაძლებლობა, რომ სწორედ ამ საკითხებზე გვესაუბრა. ასევე, რაც მთავარია გვესაუბრა მომავალზე, თუ როგორ წარმოგვიდგენია ჩვენ საქართველოს-ევროკავშირის ურთიერთობები, სად წარმოგვიდგენია ესპანეთის როლი, მხარდაჭერა ამ პროცესში. ამიტომ, ძალიან ნაყოფიერი შეხვედრები გამოვიდა და, ასევე, შემდგომ დღეებში გვექნება შესაძლებლობა, რომ აღმასრულებელ ხელისუფლებასთან, კვლევით ცენტრებთან მთელ რიგ საკითხებზე ვისაუბროთ და დავგეგმოთ შემდგომი პერიოდი ჩვენს როგორც ორმხრივ, ასევე, ასევე, მრავალმხრივ ურთიერთობებში," - აღნიშნა ლევან მახაშვილმა.

პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა, ევროინტეგრაციის და გარემოს დაცვისა კომიტეტების თავმჯდომარეები უკვე შეხვდნენ ესპანეთის პარლამენტის სხვადასხვა კომიტეტის ხელმძღვანელებს. მათ შორის, გამართეს მოლაპარაკებები სენატისა და დეპუტატთა კონგრესის ერთობლივი კომისიების ხელმძღვანელებთან. მთავარი თემა ორ ქვეყანას შორის საპარლამენტო კავშირების გაძლიერება და გამოცდილების გაზიარება იყო.

 

დღის ამბები