"Biograpi Living არა მხოლოდ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს, არამედ ჩვენ საქართველოში ურბანული ცხოვრების მომავალს ვქმნით", - აცხადებს Biograpi Living-ის აღმასრულებელი დირექტორი ვასილ ფხაკაძე.
ფხაკაძის განმარტებით, ისეთი მასშტაბური პროექტით, როგორიც არის TRUMP TOWER TBILISI, რომელიც ტრამპის ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება, ქალაქში ამბიციის, ხარისხისა და გლობალური მნიშვნელობის სრულიად ახალ სტანდარტს ამკვიდრებენ.
"Biograpi Living არა მხოლოდ სამშენებლო პროექტებზე მუშაობს, არამედ ჩვენ საქართველოში ურბანული ცხოვრების მომავალს ვქმნით. ჩვენ, ისეთ მასშტაბური პროექტით, როგორიც არის TRUMP TOWER TBILISI, რომელიც ტრამპის ორგანიზაციასთან პარტნიორობით ხორციელდება, ქალაქში ვამკვიდრებთ ამბიციის, ხარისხისა და გლობალური მნიშვნელობის სრულიად ახალ სტანდარტს", - აღნიშნავს ვასილ ფხაკაძე.
შეგახსენებთ, დონალდ ტრამპის კომპანია Trump Organization თბილისში მულტიფუნქციური კომპლექსის მშენებლობას იწყებს.
Trump Tower Tbilisi, 70-სართულიანი, საქართველოს ყველაზე მაღალი შენობა დედაქალაქის ახალ არქიტექტურულ სიმბოლოდ და გლობალური ინვესტიციების ცენტრად უნდა იქცეს.
პროექტი, რომელიც "Archi", "Biograpi Living" და "Sapir Organization"-თან პარტნიორობით ხორციელდება, საქართველოში ტრამპის ბრენდის შემოსვლას და საერთაშორისო სტანდარტების დანერგვას ისახავს მიზნად.