07 აგვისტო 2026,   08:57
ვრცლად
"ეს არის ის გზა, რომელზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა, სადაც არაერთხელ განუცდია მარცხი და ვფიქრობ, ახლაც მარტივი განსაჭვრეტია, რომ ეს მარცხისთვის განწირული გზაა" - ნინო წილოსანი

"ეს არის სწორედ ის კარგად დამუშავებული სქემა, რომელსაც არაფორმალური ძალები იყენებენ უცხო ქვეყნებში საკუთარი გავლენის [გასაძლიერებლად], რევოლუციების და არეულობის მოსაწყობად. ეს არის ის გზა, რომელზეც ოპოზიცია არაერთხელ მდგარა, სადაც არაერთხელ განუცდია მარცხი და ვფიქრობ, ახლაც მარტივი განსაჭვრეტია, რომ ეს მარცხისთვის განწირული გზაა," - ასე ეხმაურება საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე, ნინო წილოსანი ინფორმაციას, რომლის თანახმადაც ოპოზიციას რევოლუციურ სცენარებს "პრაღის სამოქალაქო საზოგადოების ცენტრის" ერთ-ერთი ლიდერი, იგორ ბლაჟევიჩი უწერს.

"მიუხედავად იმისა, რომ არცერთი მათგანი არ აღიარებს ამას, სხვადასხვა პასუხები აქვთ მომზადებული, თუ როგორ დაიძვირონ თავი, თითქოს არ ყოფილან ჩეხი სპეციალისტის და ტრენერის შეხვედრაზე, ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს საერთაშორისო მასშტაბით მოქმედი სქემაა, ქსელია, რომელსაც აქ ადგილობრივი აგენტურა აძლიერებს და, რეალურად, ისინი ამ აგენტურის - "ნაცმოძრაობის" ხელით ცდილობენ რევოლუციური სცენარის [განვითარებას]," - განაცხადა ნინო წილოსანმა.

შეგახსენებთ, რომ წყაროს მიერ "ქრონიკისთვის" მიწოდებული ინფორმაციის თანახმად, იგორ ბლაჟევიჩმა ოპოზიციას ათზე მეტი ტრენინგი ჩაუტარა და კონკრეტული დავალებებიც მისცა. სხვადასხვა ცნობებით, ამ ტრენინგს, ოპოზიციის წარმომადგენლების გარდა ესწრებოდა ორგანიზაცია "ფარის" დამფუძნებელი.

დღის ამბები