07 აგვისტო 2026,   06:10
ვრცლად
გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ხუთასმა ახალგაზრდამ ილია მეორის საფლავი ვარდებით შეამკო

გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებმა ხუთასმა ახალგაზრდამ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის საფლავი ვარდებით შეამკო. ისინი პატრიარქის საფლავზე გორის მუნიციპალიტეტის მერთან, სახელმწიფო რწმუნებულთან და საკრებულოს თავმჯდომარესთან ერთად იმყოფებოდნენ.

მანამდე ახალგაზრდებს გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია შეხვდა და ილია მეორის ცხოვრებისა და მოღვაწეობის შესახებ ესაუბრა.

დღის ამბები