დღეს საკანონმდებლო ორგანოში მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის საერთაშორისო სამდივნოს სხდომა გაიხსნა. წევრებმა ორგანიზაციის მიერ ბოლო პერიოდში გაწეული საქმიანობის ანგარიში განიხილეს. საუბარი შეეხო განხორციელებულ და დაგეგმილ აქტივობებს.
ასევე, მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის 33-ე გენერალური ასამბლეის ორგანიზების საკითხებს, რომელიც 2026 წლის 17–21 ივნისს ჰელსინკიში გაიმართება.
დღის ბოლოს კი საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელ ირაკლი ქადაგიშვილს და დელეგაციის სხვა წევრებს საპატრიარქოში მიიღებს მეუფე შიო. ასევე დაგეგმილია სიონის საკათედრო ტაძარში უწმინდესის და უნეტარესის, ილია მეორის საფლავის მონახულება.
ღონისძიებაში საქართველოსთან ერთად სომხეთის, ბოსნია ჰერცოგოვინას, კვიპროსის, ეგვიპტის, საბერძნეთის, უნგრეთის, იორდანიის, ჩრდილოეთ მაკედონიისა და რუმინეთის წარმომადგენლები მონაწილეობენ.
მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსიმ მართლმადიდებლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.
"მართლმადიდებლობა ის მნიშვნელოვანი ასპექტია, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა როგორც კულტურულ, ისე სულიერ განვითარებაში და დაეხმარა თქვენს ქვეყანას ყველაზე კრიტიკულ ვითარებაში. აქ წარმოდგენილი თითოეული ქვეყნის სახელმწიფო რელიგია არის მართლმადიდებლობა. თქვენ ბრძანეთ, რომ უნდა იყოს ბალანსი ტრადიციასა და პროგრესს შორის, ისევე როგორც საჭიროა თანამედროვე გლობალიზაციის პროცესთან გამკლავება.“ - განაცხადა მართლმადიდებლობის საპარლამენტთაშორისო ასამბლეის გენერალური მდივანმა, მაქსიმოს ხარაკოპულოსიმ.