ლისაბონში შრომითი რეფორმის წინააღმდეგ აქცია მიმდინარეობს. პორტუგალიის დედაქალაქში დემონსტრანტები შრომით რეფორმას აპროტესტებენ, რაც პროფკავშირების განცხადებით, დასაქმებულთა უფლებებს სპობს, შრომით ბაზარზე კი არასტაბილურ მდგომარეობას კიდევ უფრო აუარესებს.
ვიდრე კანონპროექტს პარლამენტს წარუდგენენ, მისი სავალდებულო განხილვა პროფკავშირებთან და ბიზნესის წარმომადგენლებთან მიმდინარეობს.