07 აგვისტო 2026,   05:38
ვრცლად
საქართველო წლების მანძილზე ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ - ნათია თურნავა

ვაშინგტონში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ და ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა საერთაშორისო ინვესტორებთან შეხვედრა გამართეს.

შეხვედრაში ამერიკის, ევროპისა და აზიის 20-ზე მეტი გლობალური საინვესტიციო ჯგუფის წარმომადგენელი მონაწილეობდა.

ქართულმა მხარემ ინვესტორებს საქართველოს მაკროეკონომიკური გარემო, სტაბილური და მართვადი ინფლაციური პროცესები, ფისკალური და მონეტარული პოლიტიკა, აგრეთვე ქვეყნის საინვესტიციო შესაძლებლობები გააცნო.

"ინტერესი მათი მხრიდან არის გამოწვეული ჩვენი სტაბილურობით. საქართველო წლების მანძილზე ავლენს საკმაოდ დიდ მედეგობას სხვადასხვა შოკის მიმართ. ინფლაციური პროცესები მიუხედავად იმ გლობალური გამოწვევებისა რაც ნავთობის ბაზარზე და ზოგადად მიმდინარეობს არის ნამდვილად მართვადი, ამას სავალუტო ფონდიც და სხვა ორგანიზაციებიც აღნიშავენ, რომ გონივრული მონეტარული და ფისკალური პოლიტიკის დამსახურებით ეს ბალანსი შენარჩუნებულია. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ახალ ინვესტორებს კიდევ ვიხილავთ ჩვენს ბაზარზე,"- აცხადებს ნათია თურნავა. 

დღის ამბები