ვერც ამბობენ სინამდვილეში რაც უნდათ რომ თქვან. ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არ აღიარების პროცესში არიან ახლა და ამის თქმას ვერ ბედავენ - პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, გერმანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საქართველოს შესახებ მონაცემების არგანახლებას კიდევ ერთხელ აფასებს.
მისი თქმით, რა სახეც შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას, ეს სამწუხაროდ ამის გაგრძელებაა:
"გერმანიის ხელისუფლება რომ თავს ასე ასაგდებად და დასაცინად იხდის, ასეთი სამარცხვინო სასაცილო თავის მართლებისთვის უნდა მიხვდნენ - რა დამართეს საკუთარი ქვეყნის რეპუტაციას ასეთი ქცევით.
ასე ელაპარაკონ საკუთარ ელჩს და ერთმანეთთან ილაპარაკონ ასეთი უპატივცემულო ტონით თუ ჰგონიათ რომ ნაცარს შეაყრიან თვალში ქართველ ხალხს რომ ერთი "აიტიშნიკი" ვერ მოძებნეს, რომ ორი სახელი და გვარი ჩაესწორებინათ საიტზე და მერე გვედავებიან ხოლმე ფული გვაქვს დასახარჯი თქვენ უნდა დაგეხმაროთ ქვეყნის განვითარებაშიო.
ვერც ამბობენ სინამდვილეში რაც უნდათ რომ თქვან. ვერ ამბობენ, რომ არჩევნებში უნდოდათ სხვა შედეგი, დამარცხდნენ და ამ დამარცხების არ აღიარების პროცესში არიან ახლა და ამის თქმას ვერ ბედავენ და კატა-თაგვობანას გვეთამაშებიან.
რა სახეც შეუქმნა გერმანიის ელჩმა გერმანიას სამწუხაროდ ამის გაგრძელებაა. შევამოწმებთ ვებგვერდს, შევხედავ ქართველი ხალხის ნებას როდის აღიარებენ. ეს საქციელი აჩვენებს, რომ პატივს არ სცემენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტს, აქამდე თუ რუსეთისგან გვქონდა სუვერენიტეტი დასაცავი, გვაქვს ოკუპირებული ტერიტორიები და ამას ვიცავთ აღმოჩნდა, რომ ასეთი წვრილმანი მდაბიო საქციელით ცდილობენ ქართველი ხალხის სუვერენიტეტის ხელყოფას.