თეა ახვლედიანმა გაეროსთან აკრედიტებულ ელჩებთან შეხვედრა გამართა.
სახელმწიფო მინისტრმა ხაზი გაუსვა გაეროსთან აკრედიტებული ქვეყნების მუდმივი წარმომადგენლების საქართველოში ვიზიტისა და გაეროს ფარგლებში თანამშრომლობის მნიშვნელობას. მინისტრმა უცხოელ დიპლომატებს გააცნო სახელმწიფო პოლიტიკის პრიორიტეტები.