04 აგვისტო 2026,   23:34
ვრცლად
იანვარ-მარტში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვა 0.1 პროცენტით არის გაზრდილი - საქსტატი

2026 წლის იანვარ-მარტში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 5 862.1 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, - ინფორმაციას საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს

საქსტატის ცნობით, აღნიშნული მონაცემები წინა წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელზე 0.1 პროცენტით მეტია.

"აქედან, ექსპორტი 1 723.7 მლნ. აშშ დოლარი იყო (გაიზარდა 23.3 პროცენტით), ხოლო იმპორტი 4 138.4 მლნ. აშშ დოლარი (შემცირდა 7.2 პროცენტით). უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2026 წლის იანვარ-მარტში 2 414.7 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 41.2 პროცენტია", - აღნიშნულია საქსტატის ანგარიშში. 

დღის ამბები