აჭარის განათლებისა და სპორტის სამინისტროს და ახალგაზრდობის რეგიონულ ცენტრის ორგანიზებით, კურორტ გოდერძიზე 4 დღიანი ბანაკი თემაზე - "ტრადიციული და თანამედროვე ხელოვნების სინთეზი" გაიმართა.
ბანაკის მონაწილეებს, აჭარის განათლებისა და სპორტის მინისტრი, მაია ხაჯიშვილი, კულტურის მინისტრ ელისო ბოლქვაძესთან და ახალგაზრდობის რეგიონული ცენტრის დირექტორთან ერთად შეხვდა.
ბანაკის მიზანს წარმოადგენდა ახალგაზრდებისთვის ხელოვნების სფეროში არსებული ტრადიციული და თანამედროვე მიდგომების გაცნობა, პრაქტიკული ცოდნის მიღება და პროფესიული უნარების განვითარება.