"საეკლესიო არჩევნების სისტემაში კონკურენტების ჩამოშორების არანაირი მექანიზმი არ არსებობს. ვინც ეკლესიას ჩამოშორდა, რამდენიმე ადამიანის სახელი ვიცით, უშვერი სიტყვებით ლანძღავდა ეკლესიას, საქართველოს, პატრიარქს, მაგრამ ამ მიზანს ვერ მიაღწიეს," - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გიორგი ვოლსკიმ მომავალი პატრიარქის არჩევის პროცესთან დაკავშირებით საუბრისას.
"გამორიცხულია ვინმეს ჩამოშორება რაიმე მეთოდით, მით უმეტეს, მეუფე შიოს მხრიდან, რომელიც არის დახვეწილი, წესიერი ადამიანი და ასეთივე მონაცემებით ხასიათდება ყველა მეუფე, რომელიც შედის წმინდა სინოდის შემადგენლობაში.
ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ისინი იპოვიან ძალას, რათა გააგრძელონ ქვეყნის მსახურების ის ტრადიცია, რომელიც დატოვა პატრიარქმა, ეს არის ჩვენი ხედვა ამ საკითხის მიმართ. ნებისმიერი თემის შემოტანა, თითქოს შიგნით დაპირისპირებაა, დაძაბულობაა, აზრთა სხვადასხვაობაა, ემსახურება არა იმ რეალობას, რომ თქვა, მართლაც შეიძლება საკითხებთან დაკავშირებით აზრთა სხვადასხვაობა, მაგრამ ისე ხატავენ ამ აზრთა შესაძლო სხვადასხვაობას, თითქოს ეს არის სიმახინჯე, რაზედაც ისინი ამდენი ხანია ლაპარაკობენ ეკლესიასთან დაკავშირებით. ანუ, გზა გრძელდება, ეკლესიისთვის ზიანის მიყენება, ლანძღვა უშვერი სიტყვებით, ეს არის თემა, რომელიც გარკვეულწილად გადაიზარდა მასობრივ შეტევაში არჩევნების წინ," - განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.