07 აგვისტო 2026,   00:00
ვრცლად
"ინსინერატორში ხდებოდა ცხოველური ნარჩენების განადგურება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა" - მაია ჩხობაძე

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ბიომრავალფეროვნების კონტროლის სამსახურის უფროსის, მაია ჩხობაძის ინფორმაციით, უწყების თანამშრომლები იმყოფებოდნენ გორში, შინაურ, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში, სადაც ინსინერატორია მოწყობილი.

მისი ინფორმაციით, ინსინერატორში მიმდინარეობდა ცხოველური ნარჩენების განადგურება ბრძანების საფუძველზე და არანაირი დარღვევა არ დადგენილა.

"სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციის საფუძველზე, ასევე, ცხელ ხაზზე შემოსული შეტყობინების თანახმად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის შიდა ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლები იმყოფებოდნენ ქალაქ გორში, შინაურ, მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფარში.

თავშესაფრის ტერიტორიაზე არის მოწყობილი ინსინერატორი. ინსინერატორზე გაცემულია გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის ბრძანების თანახმად, გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება.

დათვალიერებით დადგინდა, რომ საქმიანობა მიმდინარეობდა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით გათვალისწინებული მოთხოვნების შესაბამისად - კერძოდ, ინსინერატორში ხდებოდა ცხოველური ნარჩენების განადგურება დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დათვალიერების პროცესში დარღვევის ფაქტი არ გამოვლინდა," - განაცხადა მაია ჩხობაძემ.

დღის ამბები