06 აგვისტო 2026,   13:25
ვრცლად
"სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი"-ს წყნეთის ფილიალის რეაბილიტაცია და კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფილი განახლება იწყება

"სამედიცინო ცენტრი აფხაზეთი"-ს წყნეთის ფილიალის რეაბილიტაცია და კლინიკის მატერიალურ-ტექნიკური ბაზის სრულყოფილი განახლება იწყება.

კლინიკაში დაგეგმილი სიახლეები, დღეს, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ, აფხაზეთის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრთან ერთად, სამედიცინო დაწესებულების პერსონალს პირადად გააცნო.

აფხაზეთის მთავრობის გადაწყვეტილებით, არსებული შენობა-ნაგებობის დემონტაჟი განხორციელდება, მის მაგივრად კი უახლესი აპარატურით აღჭურვილი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულება აშენდება, რომელიც დევნილ ბენეფიციარებს მომსახურება.

დღის ამბები