07 აგვისტო 2026,   08:44
ვრცლად
მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად - გრიგოლ მამისეიშვილ ელექტროენერგიის ტარიფის გაზრდასთან დაკავშირებით

"მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ ზედმიწევნით კარგად იცის ჩვენი ქსელური პრობლემები და ჩვენ ქსელში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა", - ამის შესახებ "ენერგო-პრო ჯორჯიას" დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარემ ელექტროენერგიის სამომხმარებლო ტარიფის ხუთი თეთრით გაზრდასთან დაკავშირებით განაცხადა.

გრიგოლ მამისეიშვილის განცხადებით, კომპანია მზად არის, თითოეული ლარი სწორად მიმართოს ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს.

"გაზრდილი ტარიფი არის საწინდარია გაზრდილი ინვესტიციისა და დიდი პასუხისმგებლობისა კომპანიის მხრიდან. რა თქმა უნდა, გაზრდილი ინვესტიციის ფონზე, ეს სიკეთე, რომელიც რიგით მომხმარებლამდე უნდა დავიდეს ხვალვე ვერ განხორციელდება.

ეს იქნება ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესი, თუმცა მზად ვართ, თითოეული ლარი სწორად მივმართოთ ქსელური კომპონენტების გასაუმჯობესებლად, რაც, საბოლოო ჯამში, არსებულ მძიმე მდგომარეობას გააუმჯობესებს", - განაცხადა გრიგოლ მამისეიშვილმა.

დღის ამბები