საქართველოს საავიაციო ბაზარზე ახალი ევროპული ავიაკომპანია Norwegian Air Sweden შემოდის. 2026 წლის ივნისიდან თბილისს პირდაპირი ავიარეისებით კიდევ ერთი ევროპული დედაქალაქი კოპენჰაგენი დაუკავშირდება.
თბილისსა და კოპენჰაგენს შორის პირდაპირი ფრენები 27 ივნისიდან კვირაში 2 სიხშირით, ყოველ ოთხშაბათსა და შაბათს, შესრულდება, ხოლო 15 აგვისტოდან ყოველ ოთხშაბათსა და კვირას.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ბაზარზე ახალი ავიაკომპანიის შემოსვლა მნიშვნელოვანია, რადგან გაზრდის ტურისტულ ნაკადს, ამასთან მოხდება ჩრდილოეთ-ევროპის დაკავშირება ჩვენს ქვეყანასთან.
"სკანდინავიის ბაზარი ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი და სტრატეგიული ბზარია, შესაბამისად კოპენჰაგენი წარმოადგენს ჰაბს და ამ მიმართულებით სკანდინავიის ქვეყნებიდან მოხდება ტურისტული ნაკადების მზარდი დაკავშირებადობა ჩვენი ქვეყნის დედაქალაქთან.
აქ მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მთელი წლის განმავლობაში შესრულდება რეგულარული ფრენები დანიის სამეფოდან.
ამ მიმართულებით ჩრდილოეთი-ევროპის დაკავშირება მოხდება ჩვენს ქვეყანასთან. რა თქმა უნდა, ველოდებით ტურისტულ ნაკადების ზრდა", - განაცხადა თამარ იოსელიანმა.