18 ივნისი 2026,   18:03
ვრცლად
ორბანი ზელენსკის მოუწოდებს დაუყოვნებლივ გაიყვანოს საკუთარი აგენტები უნგრეთიდან, რომლებიც საარჩევნო პროცესში ჩარევას ცდილობენ

უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა უკრაინის პრეზიდენტს, ვოლოდიმირ ზელენსკის მიმართა და მოუწოდა დაუყოვნებლივ გაიწვიოს უნგრეთში მოქმედი უკრაინელი დაზვერვის თანამშრომლები და აგენტები.

ორბანი, ამ პირებს, საპარლამენტო არჩევნების წინ, უნგრეთის ოპოზიციის სასარგებლოდ მოქმედებასა და უნგრეთის შიდა საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს.

"დაუყოვნებლივ გაიწვიეთ თქვენი აგენტები და პატივი ეცით უნგრეთის სუვერენიტეტს. ზელენსკიმ უნგრეთი უკრაინის სადაზვერვო სამსახურების ოპერატიულ ზონად აქცია. ეს აგენტები, რომლებიც ადრე უნგრეთის პოლიტიკაში ჩანერგეს, ახლა სრული დატვირთვით მუშაობენ საარჩევნო პროცესზე გავლენის მოსახდენად“, - განაცხადა ორბანმა ვიდეო მიმართვაში.

დღის ამბები