საქართველოს პირველი ლედი თამარ ბაგრატიონი, აშშ-ის პირველი ლედის მელანია ტრამპის მიწვევით ვაშინგტონში იმყოფება.
სულ ცოტა ხნის წინ გაიხსნა გლობალური სამიტის "ერთად უკეთესი მომავლისთვის" სამუშაო სესია, მანამდე კი თამარ ბაგრატიონმა ღონისძიების ფარგლებში მოკლე შეხვდრები გამართა სხვა ქვეყნების პირველ ლედებთან. ასევე თანმხლებ დელეგაციასთან ერთად სახელმწიფო დეპარტამენტში ინოვაციებისა და ტექნოლოგიების გამოფენა დაათვალიერა.
თამარ ბაგრატიონთან ერთად აშშ-ში საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზდრობის მინისტრის მოადგილე ბაია კვიციანი და საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ლაშხი იმყოფებიან.