08 აგვისტო 2026,   16:55
ვრცლად
"კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება სავარაუდოდ 15:00 საათისთვის" - საპატრიარქო

საქართველსო საპატრიარქოს ინფორმაციით, სამების საკათედრო ტაძრიდან სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება, სავარაუდოდ, 15:00 საათისთვის მოხდება.

საპატრიარქო თხოვნით მიმართავს მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს, დაკრძალვამდე დარეკონ სამგლოვიარო ზარები.

"სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის გამოსვენება სამების საკათედრო ტაძრიდან მოხდება კვირას, 22 მარტს, სავარაუდოდ 15:00 საათისთვის და პროცესია სიონის საკათედრო ტაძრისკენ გაემართება.

სიონის ტაძარში მისი უწმინდესობის დასვენების შემდეგ მცხეთა-თბილისის ყველა ეკლესიას და ეპარქიებში მოქმედ ეკლესია-მონასტრებს ვთხოვთ, დარეკონ სამგლოვიარო ზარები დაკრძალვამდე", - აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღის ამბები