07 აგვისტო 2026,   03:33
ვრცლად
ნიკოლ ფაშინიანმა ირაკლი კობახიძესთან სატელეფონო საუბარი გამართა და პატრიარქის გარდაცვალების გამო კიდევ ერთხელ მიუსამძიმრა

სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა სატელეფონო საუბარი გამართა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი კობახიძესთან, რა დროსაც კიდევ ერთხელ გამოთქვა სამძიმარი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია II-ის გარდაცვალების გამო. ინფორმაციას სომხეთის პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.

"პრემიერ-მინისტრმა ფაშინიანმა სომეხი ხალხის და პირადად მისი სახელით კიდევ ერთხელ გულწრფელი სამძიმარი გამოუცხადა საქართველოს მთავრობას, საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და მოძმე ქართველ ხალხს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია მეორის გარდაცვალების გამო", - აღნიშნულია ინფორმაციაში.

ირაკლი კობახიძემ ნიკოლ ფაშინიანს თბილი სიტყვებისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

დღის ამბები