14 აგვისტო 2026,   11:59
ვრცლად
სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო: გამოვხატავთ პატივისცემას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მიმართ, ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს

სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო კათოლიკოს-პატრიარქს, ილია მეორეს ჯანმრთელობასა და მხნეობას უსურვებს.

"გამოვხატავთ პატივისცემას სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, ილია მეორის მიმართ და ვწუხვართ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო.

ამ რთულ დროს ვუსურვებთ მას სწრაფ გამოჯანმრთელებას, მხნეობასა და სიმტკიცეს.

მისი მრავალწლიანი საქმიანობა - რელიგიათშორისი ურთიერთპატივისცემის, მშვიდობისა და საზოგადოებრივი ერთობის განმტკიცების საქმეში - უმნიშვნელოვანესია.

პატივისცემით,სსიპ სრულიად საქართველოს მუსლიმთა სამმართველო"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები