07 აგვისტო 2026,   08:57
ვრცლად
"დიქტატურის გემო" - ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, რუსუდან გორგილაძის წიგნის პრეზენტაცია გაიმართა

ლონდონის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ლიტერატურული თარგმანების სექციაში, რუსუდან გორგილაძის წიგნის - "დიქტატურის გემო" პრეზენტაცია გაიმართა.

ავტორმა ვრცლად ისაუბრა წიგნის შესახებ და უპასუხა აუდიტორიის შეკითხვებს. შეხვედრას მოდერაციას უწევდა გამომცემელი შორენა შავერდაშვილი. ავტორთან ერთად, აუდიტორიას შესაძლებლობა ჰქონდა ემსჯელა თანამედროვე მსოფლიო პროცესების კონტექსტზე.

"დიქტატურის გემო" სამი დიქტატორის (ადოლფ ჰიტლერის, იოსებ სტალინის და ბენიტო მუსოლინის) პირად და სოციალურ ცხოვრებას ეხება. პოპულარული ენით მასში განხილულია თითოეული რეჟიმის თავისებურებები, მათ შორის კვების იდეოლოგიის "მარგალიტები" და მათი როლი პროპაგანდის ტექნიკაში.

ამ ღონისძიებით საქართველოს მწერალთა სახლმა ლონდონის წიგნის ბაზრობაზე მონაწილეობა წარმატებით დაასრულა.

წელს საქართველო ლონდონის წიგნის ბაზრობაზე ეროვნული სტენდით, 80-მდე გამოცემითა და 10-მდე ავტორით, მთარგმნელითა და გამომცემლით წარდგა. ბაზრობაზე მწერალთა სახლმა სამი ღონისძიება გამართა. ასევე შედგა შეხვედრები ფესტივალის მონაწილე გამომცემლებს, ლიტერატურულ აგენტებსა და მთარგმნელებს შორის.

დღის ამბები