04 აგვისტო 2026,   02:25
ვრცლად
სოფელ კურსებში მეწყერი ჩამოწვა - ვითარებას გეოლოგები ადგილზე სწავლობენ

გარემოს ეროვნული სააგენტო ავრცელებს განცხადებას, რომელშიც აღნიშნულია, რომ სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას. სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება.

"დღეს, 12 მარტს, გამთენიისას, ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ კურსებში ადგილი ჰქონდა მეწყრული პროცესების ჩასახვა-გააქტიურებას.

წინასწარი ინფორმაციით, სოფლის დასახლებულ ტერიტორიაზე და გზის სავალ ნაწილზე ფიქსირდება დინამიკაში მოსული მეწყრული მასები.

გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგების სამი ჯგუფი ადგილზე იმყოფება, რათა ოპერატიულად იქნას შეფასებული არსებული მდგომარეობა", - აღნიშნულია სააგენტოს განცხადებაში.

დღის ამბები