უნგრეთის პრემიერ-მინისტრის, ვიქტორ ორბანის განცხადებით, ევროპაში მოსალოდნელია ახლო აღმოსავლეთიდან შემოსული ტერორისტული ქსელების გააქტიურება, რის გამოც მან კონტრტერორისტულ უწყებებს უსაფრთხოების ზომების გამკაცრება უბრძანა.
"დილა დავიწყეთ კონტრტერორისტული საკოორდინაციო საბჭოს შეხვედრით, რადგან ომს ახლო აღმოსავლეთში პირდაპირი გავლენა აქვს უნგრეთის უსაფრთხოებაზე. მოვიწვიე უწყებების ხელმძღვანელები, რომლებიც კონტრტერორიზმზე პასუხისმგებელნი არიან და მათ ოპერაციებს განგაშის მაღალი დონე მივანიჭე.
მასობრივი მიგრაციის შედეგად დასავლეთ ევროპაში ახლო აღმოსავლეთიდან შეღწეულმა ტერორისტულმა ორგანიზაციებმა გამოაცხადეს, რომ ძლიერდებიან. ჩვენ მათ ვერ დაველოდებით. აღნიშნული ორგანიზაციები და ტერორისტული ქსელები, რომლებიც ევროპაში არიან წარმოდგენილნი, გააქტიურდებიან. ამ შემთხვევაში უნგრეთის მშვიდობა და უსაფრთხოება დაცული იქნება", - განაცხადა ორბანმა.