თბილისში არის სივრცე, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ თხრობის ტექნიკას, მუშაობენ ჩანახატებზე, წერენ, კითხულობენ და საკუთარ ემოციებს ტექსტად აქცევენ. ლიტერატურული სახელოსნო, რომელიც წლების წინ მწერალმა და პედაგოგმა მანანა ბეგიაშვილმა დააარსა, დღეს უკვე საგანმანათლებლო კერად იქცა მათთვის, ვისაც წერით თვითგამოხატვა სურს.
სწორედ ამიტომ, სახელოსნოს მოსწავლეები ხშირად გასვლით შეხვედრებსაც მართავენ. ბოლო ასეთი შეხვედრა საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელ ნიქოზში გაიმართა. ლიტერატურული სახელოსნოს წევრებმა ღია გაკვეთილი ჩაატარეს, რომელსაც ომგამოვლილი მოზარდებიც დაესწრნენ.