18 ივნისი 2026,   21:34
ვრცლად
შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან გაჭიანურებული ომის დაწყების "არანაირი შანსი" არ არსებობს

შტატების ვიცე-პრეზიდენტმა განაცხადა, რომ ირანთან გაჭიანურებული ომის დაწყების "არანაირი შანსი" არ არსებობს. ამის შესახებ ინფორმაციას The Washington Post-ი ავრცელებს.

ჯეი დი ვენსის განმარტებით, თეთრი სახლი განაგრძობს ირანზე სამხედრო დარტყმების განხორციელების შესაძლებლობის განხილვას, თუმცა ეს არ გამოიწვევს ფართომასშტაბიან ომს.

ვენსმა აღნიშნა, რომ მისთვის უცნობია, კონკრეტულად თუ რას მოიმოქმედებს ირანის საკითხზე პრეზიდენტი დონალდ ტრამპი.

ჯეი დი ვენსმა ამერიკის ქმედების შესაძლო სცენარებიც დაასახელა: საუბარია დარტყმებზე, რომლებიც "უზრუნველყოფენ, რომ ირანი ბირთვულ იარაღს ვერასდროს ფლობდეს", ან ქმედებებზე, რომლებმაც შესაძლოა გზა გაუხსნას საკითხის დიპლომატიურ გადაწყვეტას.

დღის ამბები