12 აგვისტო 2026,   21:20
ვრცლად
"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის - მათი შრომითი ინტერესები" - პრემიერი

პირველი მარტიდან, მუდმივი ბინადრობის არმქონე უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ტაქსის მძღოლებად, კურიერებად და გიდებად მუშაობა ეკრძალებათ. მთავრობის შესაბამის დადგენილებას ხელი პრემიერ-მინისტრმა მოაწერა. განკარგულებაში გაწერილია ის პროფესიები და შრომითი/ სამეწარმეო საქმიანობები, რომლებზეც დაწესებულია წლიური კვოტები.

საკითხზე კომენტარი მთავრობის მეთაურმა მედიასთან გააკეთა.

"ჩვენ უნდა დავიცვათ ჩვენი მოქალაქეების ინტერესები, მათ შორის - შრომითი ინტერესები, რაც მიღებული პრაქტიკაა ნებისმიერ ქვეყანაში, რომელიც უფრთხილდება საკუთარ მოქალაქეებს, მა ინტერესებს. ჩვენ განვსაზღვრეთ ის სფეროები, სადაც შესაძლებელია, დასაშვებია უცხოელების დასაქმება და სადაც ეს მიზანშეწონილი და დასაშვები არაა. ეს არის მნიშვნელოვანი, რათა ჭარბი კონკურენცია არ შეექმნათ ჩვენს მოქალაქეებს. რაც შეეხება განკარგულებას, განსაზღვრულია კვოტები, მათ შორის კონკრეტულ შემთხვევებში განსაზღვრულია ნულოვანი კვოტები, რაც ნიშნავს იმას, რომ გამოკვეთილია სფეროები, სადაც ჩვენს მოქალაქეებს დასაქმების კუთხით ვერავინ ვერ გაუწევს კონკურენციას. აქ იყო გათვალისწინებული თითოეული შემთხვევა, თითოეულ შემთხვევაში მოქალაქეების ინტერესები და ვფიქრობთ, რომ ჩვენ მაქსიმალურად მოვახერხეთ ჩვენი მოქალაქეების შრომითი ინტერესების დაცვა", - განაცხადა პრემიერმა.

დღის ამბები