18 ივნისი 2026,   21:28
ვრცლად
ფლორიდაში, ტრამპის რეზიდენციაში შეჭრა სცადეს - ლიკვიდირებულია ახალგაზრდა მამაკაცი

შეჭრის მცდელობა დონალდ ტრამპის ფლორიდის რეზიდენციაში - ლიკვიდირებულია 21 წლის მამაკაცი. აშშ-ის საიდუმლო სამსახურის აგენტებმა ის, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, სასიკვდილოდ დაჭრეს.

შემთხვევის დროს დონალდ ტრამპი რეზიდენციაში არ იმყოფებოდა. BBC-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ეჭვმიტანილს თან ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღი და ბენზინით სავსე ჭურჭელი. ინციდენტის შედეგად, უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლები არ დაშავებულან. მიმდინარეობს გამოძიება.

დღის ამბები