საუკუნოვანი კოშკებით, დათოვლილი მთებით გარშემორტყმული მესტია და სვანების ხელით მომზადებული კერძები - "გემო ფესტივალი" დაიწყო.
15 ადგილობრივი მონაწილე და პროფესიონალი შეფები ერთ სივრცეში გაერთიანდნენ. "გემოს" სტუმრებს საშუალება აქვთ, დააგემოვნონ როგორც ტრადიციული, ასევე იშვიათი და ნაკლებად ცნობილი სვანური კერძები.
"გემო ფესტის" ფარგლებში, მოეწყო კვების ობიექტები და აგროზონები, სამეწარმეო ბაზარი და საბავშვო სივრცე.
ფესტივალს მუსიკალურად აფორმებენ ქართული ბენდები. აქ აქტიურ ფაზაშია ტურისტული სეზონიც, რაზეც ვიზიტორების გაზრდილი რაოდენობაზეც მეტყველებს.
როგორც ტურიზმის ეროვნულ სააგენტოში განმარტავენ, ფესტივალი ხელს უწყობს გასტროტურისტული პროდუქტის განვითარებას და შიდა ტურიზმს.
2026 წლის პირველი გასტროფესტივალი მესტიაში დღეს დაიწყო და 22 თებერვალს დასრულდება.
ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი