07 აგვისტო 2026,   06:27
ვრცლად
"დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს" - პალერმოს მერი

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის დელეგაცია იტალიაში ვიზიტს განაგრძობს. ოფიციალური შეხვედრების ფარგლებში, გიორგი ჯინჭარაძე პალერმოს მერს შეხვდა. მხარეებმა გაცვლითი პროგრამების აღდგენის პერსპექტივები განიხილეს.

პალერმოს მერმა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის მიმართ მხარდაჭერა გამოთქვა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე ისაუბრა. რობერტო ლაგალამ ქართულ დელეგაციას თანადგომა და მეგობრობა დაუდასტურა.

"დიდი სიამოვნებით ვუმასპინძლე საქართველოს დელეგაციას, რომელსაც აფხაზეთის მთავრობის თავმჯდომარე ხელმძღვანელობს. გავეცანი ამ რეგიონის აქტუალურ პრობლემებს, ქართველებს დავუდასტურე ჩვენი თანადგომა და მეგობრობა. განვიხილეთ არამარტო კოლაბორაციის, არამედ გაცვლით პროგრამებთან დაკავშირებული საკითხებიც. განსაკუთრებით გვინდა იმედი ჩავუსახოთ იმ ახალგაზრდებს, რომლებიც ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობენ." - ამბობს რობერტო ლაგალა.

 

დღის ამბები